logo
ENG



აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში, ტერნოპოლში

10 ოქტ 202210:56
3 წუთის საკითხავი
 
Осторожно, новости

აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.

უკრაინის დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში პირველი აფეთქებები დილის 8 საათისთვის განხორციელდა.

ქალაქში, საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე აფეთქება მოხდა.

დნიპროში, საჰაერო თავდასხმის დროს სულ მცირე ხუთი აფეთქების ხმა გაისმა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.

აფეთქებების ხმა ისმის ასევე ხმელნიცკში.

"ხმელნიცკის რაიონში აფეთქებების ხმა ისმის. საჰაერო თავდაცვა მუშაობს. თავს გაუფრთხილდით! თავშესაფრებში დარჩით!." - წერს ხმელნიცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკივზეც. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკივის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.

"თავდასხმა მოხდა ენერგოინფრასტრუქტურაზე. ქალაქის ზოგიერთ რაიონში შუქი ჩაქრა, წყალი არ არის." - წერს ხარკივის მერი.

"კიევში ერთ-ერთი რაკეტა ვოლოდიმირსკის ქუჩაზე გრუშევსკის ძეგლთან დაეცა. მაშველები მუშაობენ." - წერს შსს-ს ხელმძღვანელის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო თავის Telegram-ზე.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესმდივანმა სვეტლანა ვოდოლაგამ განაცხადა, რომ კიევში სხვადასხვა ადგილას რამდენიმე დარტყმის შედეგად არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. ინფორმაცია ზუსტდება. 

ლვივში ელექტროენერგია გაითიშა, აფეთქება განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე.

"საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამი რაკეტა და ხუთი კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს ოდესის რაიონში."- მარჩენკო, UVA-ს თავმჯდომარე.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს უკრაინაში მომხდარ სარაკეტო თავდასხმებს გამოეხმაურა და ხალხს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

"უკრაინის მასშტაბით განგაში არ წყდება. სარაკეტო თავდასხმები ხორციელდება. სამწუხაროდ არიან დაღუპულები და დაჭრილები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. გავუძლოთ და ვიყოთ ძლიერები."- წერს ზელენსკი.

 

 


close დახურვა