logo
ENG



კახაძე პოდოლიაკის განცხადებას ივანიშვილთან დაკავშირებით "პროვოცირებას" უწოდებს

13 ოქტ 202212:22
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით "პროვოცირებას" უწოდებს.

"ერთხელ და სამუდამოდ გავცემ ამას პასუხს, არც ერთ პროვოკაციაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ყველაფერი, რასაც ამ ადამიანთა ნაწილი აკეთებს, არის პროვოცირება და ჩვენ მას უნდა შევხვდეთ ძალიან მშვიდად", - თქვა კახაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს. ეს განცხადება მან ფორმულას ეთერში გააკეთა.

"რა თქმა უნდა, არის გარკვეული მტკიცებულებები, რომ ბიძინა ივანიშვილი თანამშრომლობს რუსეთთან. ის დაინტერესებულია ბიზნეს კომუნიკაციასთან ნედლეულის, გაზის სფეროშიც. რა თქმა უნდა, ის შედის იმ ხალხის სიაში, რომლის სანქცირებასაც გამოვაცხადებთ, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთანაც", - თქვა პოდოლიაკმა.


close დახურვა