logo
ENG



პოდოლიაკი: რა თქმა უნდა, ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს

12 ოქტ 202223:31
3 წუთის საკითხავი
clock 770
2022/10/13/kmx3n0n2dn5yu59.jpeg

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს. ეს განცხადება მან ფორმულას ეთერში გააკეთა.

პოდოლიაკის თქმით, ივანიშვილი შედის იმ ხალხის სიაში, რომლის სანქცირებასაც უკრაინა გამოაცხადებს.

"რა თქმა უნდა, არის გარკვეული მტკიცებულებები, რომ ბიძინა ივანიშვილი თანამშრომლობს რუსეთთან. ის დაინტერესებულია ბიზნეს კომუნიკაციასთან ნედლეულის, გაზის სფეროშიც. რა თქმა უნდა, ის შედის იმ ხალხის სიაში, რომლის სანქცირებასაც გამოვაცხადებთ, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთანაც. ვთვლით, რომ ყველა ის ბიზნესმენი, რომელიც აქტიურად მუშაობს რუსეთთან ნედლეულის მიმართულებით, აუცილებლად სანქციების სიაში უნდა იყოს. ჩვენი პარტნიორებისთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან ნათელია ის, რაც ბატონ ივანიშვილს ეხება, მაგრამ ეს საქართველოს სახელმწიფოს არჩევანია. უნდა გავიგოთ, რომ რუსეთი აუცილებლად წააგებს და ჩვენ საქართველო მართლა ძალიან გვიყვარს. ჩვენ გვესმის, რაც გაიარა საქართველომ. ქართველებსაც უყვართ დემოკრატია, თავისუფლება და კონკურენცია. ჩვენ გვესმის, რომ სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა თავის ხალხს უნდა უყურებდეს, მერე კი ევროპას და მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილს. რუსეთი ამ სიტუაციაში არ არის პარტნიორი, დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთმა არსებობა უნდა შეწყვიტოს, მან უნდა გაიაროს რევოლუციური ტრანსფორმაცია, საქართველოს კი თუ რუსეთთან და ევროკავშირთან ინტეგრირება სურს, უკეთესი იქნება უკრაინასთან ერთად იაროს და ამისთვის საჭირო ყველა საშუალება დახუროს რუსეთისთვის", - თქვა პოდოლიაკმა. 


close დახურვა