logo
ENG



კლიჩკო: კიევზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ნანგრევებში 2 ადამიანია მოყოლილი

17 ოქტ 202211:34
3 წუთის საკითხავი
 

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმისას ერთ-ერთი ირანული დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ინფორმაციას კლიჩკო Telegram-ზე ავრცელებს.

"დედაქალაქში, შევჩენკივსკის რაიონში ე.წ კამიკაძე დრონებით ოკუპანტების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის, გამოყვანილია 18 ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევებში დარჩენილია 2 ადამიანი. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - აცხადებს კლიჩკო.

კლიჩკო აღნიშნავს, რომ დედაქალაქის ცენტრში მოძრაობა, რამდენიმე ქუჩაზე, გადაკეტილია. ის მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, არ გაემგზავრონ კიევის ცენტრში.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, რუსეთის იერიშის სამიზნე კიევში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.

„დრონების დიდი ნაწილი კიევის ოლქშივე ჩამოაგდეს, თუმცა ზოგიერთმა დრონმა კიევამდე მიაღწია. მიზანი იყო კიევის ცენტრში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები", - აცხადებს გერაშენკო.

17 ოქტომბერს დილით რუსეთმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელაერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში. ვიტალი განცხადებით, რუსეთმა კიევი "კამიკაძე" დრონებით დაბომბა.


close დახურვა