logo
ENG



ზელენსკი: ირანი რუსეთს დრონებით ამარაგებს, არსებობს ათასობით შეთანხმება და შეკვეთა

22 ოქტ 202223:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/22/ooclj4hegubft43.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს ე.წ. კამიკაძე დრონებით არ ამარაგებს. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ CTV-სთან და CBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინულ დაზვერვას ისევე როგორც სხვა ქვეყნების დაზვერვებს, აქვთ ინფორმაცია ირანსა და რუსეთს შორის კავშირების შესახებ, რომლის ფარგლებშიც თეირანი მოსკოვს დრონებს აწვდის.

"ირანი აწვდის რუსებს დრონებს, აწვდის უკრაინელების მკვლელობას, ეს მათი შეთანხმებაა ფულის სანაცვლოდ. აი ასეთ სისხლიან ფულს გამოიმუშავებს ირანი. ირანმა გადასცა დრონები, რომლითაც უკრაინელებს კლავდნენ და კლავენ ახლაც. არა ერთო, არა ორი ან ხუთი, არამედ ასობით.. ჩვენ ვიცით, რომ შეთანხმებები და შეკვეთები არსებობს ათასობით დრონზე, თუმცა ასობით ნამდვილად უკვე გადასცეს რუსებს. მათი დაჯერება არ შეიძლება. შეიძლება თავიან საზოგადოებას უთხრან, რომ არაფერი გაუყიდიათ, მაგრამ ეს ტყუილია. ისინი კლავენ ჩვენ ხალხს", - ამბობს ზელენსკი.

***

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, შესაძლოა, რუსეთმა ირანთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რაც ირანული Arash-2 ტიპის დრონების მიწოდებას ითვალისწინებს, თუმცა თავის მხრივ ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".

ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კიევზე იერიში მიიტანა. მოსკოვმა თავდასხმების დროს ირანული კამიკაძე დრონები გამოიყენა - შეტევების დროს ათობით ადამიანი დაიღუპა.  

20 ოქტომბერს ევროკავშირმა ირანს რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების გადაცემის გამო, სანქციები დაუწესა.


close დახურვა