ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახლებას განმარტავს და აცხადებს, რომ გადაწყვიტა ყველას, ვისაც მის მიმართ პრეტენზია აქვს, პასუხი თავად გასცეს. მისი თქმით, რამდენიმე წელი "მშვიდად, წყნარად" იყო, თუმცა "არ მოისვენეს".
"ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, ხომ არ წავიდე საერთოდ სასამართლო სისტემიდან-მეთქი, მაგრამ არ მოისვენეს, ლაპარაკობენ სულ, მურუსიძე, მურუსიძე. თან, განაზოგადეს ეს სახელი", - თქვა მან.
დღეს მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 მოსამართლე წევრს აირჩევენ - კანდიდატები დიმიტრი გვრიტიშვილი და ლევან მურუსიძე არიან.
ადგილები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ პირადი განცხადების საფუძველზე საბჭო დატოვეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დააყენეს, ლევან მურუსიძემ კი საკუთარი კანდიდატურა თავად დაასახელა