logo
ENG



სასამართლომ სინდისის 11 პატიმარი ტყვეობაში დატოვა

05 მარ 202522:22
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/05/x3esjr8ph4g4ooq.png
რადიო თავისუფლება

სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და რეჟიმის 11 ტყვე ისევ პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა.

დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობასა და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს.

ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


close დახურვა