logo
ENG



ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამხსხმელს 1-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

24 ოქტ 202214:40
3 წუთის საკითხავი
clock 1264

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამხსხმელი დავით ველიჯანაშვილი დამნაშავედ ცნო და ერთი წლით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ ველიჯანაშვილი ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და დევნის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო 118-ე მუხლი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, გადაკვალიფიცირდა 122-ე მუხლად, რაც ფარგლებს გადაცილებით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ფორმულას ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძეს და ორ ოპერატორს ველიჯანაშვილი თავს მაშინ დაესხა, როცა ისინი ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში რესპონდენტს წერდნენ. მიზეზი მათი ფორმულაში მუშაობა გახდა. ველიჯანაშვილმა ჟურნალისტს და ოპერატორებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტა და კაფის დატოვება მოსთხოვა.


close დახურვა