logo
ENG



ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

27 ოქტ 202209:51
3 წუთის საკითხავი
 

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.

სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს. 

ადგილზე ამ წუთებში პოლიცია მუშაობს.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ხახუბია საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს, გორის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

 


close დახურვა