logo
ENG



7 მარტის ანტირუსულ აქციაზე დაკავებული აქტივისტები ჯამში 34 300 ლარით დააჯარიმეს

06 აპრ 202217:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/06/ktrp6laym3f338s.jpg

7 მარტის ანტირუსულ აქციაზე დაკავებულ აქტივისტებს მთლიანობაში 34 300 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

მათგან მხოლოდ დღეს გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 15 800 ლარია.  

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე 6 აქტივისტის მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა:

  • ზუკა ბერძენიშვილს დაეკისრა - 3800-ლარიანი ჯარიმა. 
  • ლექსო სამხარაძეს - 2600-ლარიანი. 
  • გური გოლიაძე - 2800 ლარი. 
  • გიგა მაქარაშვილი - 1000 ლარი. 
  • გიორგი მჟავანაძე - 2800 ლარი. 
  • ნოდარ რუხაძე - 2800 ლარი. 

7 მარტის აქციაზე, მთლიანობაში, აქციის 16 მონაწილე დააკავეს. მათი ნაწილის სასამართლო პროცესი გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიმართა. 

წინა პროცესებზე დაჯარიმდა:

  • ვალერი სამხარაძე და ალექსანდრე სიმონოვი 2300-2300 ლარით დააჯარიმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა.

ასევე:

  • თათია მელიქიშვილი - დაჯარიმდა 2000 ლარით
  • გვანცა პერტია - 2200 ლარით
  • ლიკა ლომიძე - 2200 ლარით
  • ნატა ფერაძე - 2300 ლარით
  • ბაჩი ვალიშვილი - 3000 ლარით
  • მარიამ გეგუჩაძე - 2200 ლარი

დავით დევდარიანს შეეფარდა 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. 

ნათია პერტაიას სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩატარებულა. 

2022 წლის 7 მარტს სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ.

მათ უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიცია გააპროტესტეს და მოითხოვეს, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან; აიკრძალოს რუსული მედიები და დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის.

აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად მთავრობის ადმინისტრაციის შენობას ტუალეტის ქაღალდები ესროლეს.

თუმცა, პოლიციამ შეკრებილების დაკავება მაშინ დაიწყო, როცა აქცია დასრულებული იყო, მონაწილეების დიდი ნაწილი კი - ადგილიდან წასული.


close დახურვა