logo
ENG



ზალუჟნი ხერსონიდან რუსეთის გასვლას არც ადასტურებს და არც უარყოფს

10 ნოე 202216:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/10/gulmhr487n8a7o2.png

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ არ დაადასტურა ხერსონიდან რუსული ძალების გასვლა. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ბოლო ერთ დღეში 12 დასახლებულ პუნქტზე დაამყარეს კონტროლი. 

"ხერსონიდან სავარაუდო გასვლა - ჩვენი აქტიური მოქმედებების შედეგია. უშუალოდ ხერსონის მიმართულებით მიმართულმა უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ლოგისტიკური მარშრუტები და დამხმარე სისტემა, დაარღვიეს მტრის სამეთაურო-კონტროლის სისტემა. ამრიგად, მტერს გამოსავალი არ დაუტოვეს, გარდა გაქცევისა", - თქვა ზალუჟნიმ.

ზალუჟნის განცხადებით, ახლა ვერ დაადასტურებს და ვერც უარყოფს ინფორმაციას ხერსონიდან რუსული ძალების გასვლის შესახებ. მისივე თქმით, შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევას გეგმის მიხედვით:

"ახლა ჩვენ არ შეგვიძლია დავადასტუროთ ან უარვყოთ ინფორმაცია ხერსონიდან რუსული საოკუპაციო ჯარების ე.წ. გასვლის შესახებ". 

რუსეთმა გუშინ განაცხადა, რომ ხერსონიდან გადიან, თუმცა უკრაინის ხელისუფლება თავშეკავებულად ეხმაურება ამ ინფორმაციას. როგორც უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, ჯარების გაყვანის რეალურ ნიშნებს ვერ ხედავ.


close დახურვა