logo
ENG



ზელენსკი პოლონეთში მომხდარზე: ჩვენი პოზიცია გამჭვირვალეა, გვინდა დავადგინოთ ყველა დეტალი

17 ნოე 202201:30
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი პოლონეთში მომხდარზე: ჩვენი პოზიცია გამჭვირვალეა, გვინდა დავადგინოთ ყველა დეტალი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას სურს დაადგინოს ყველა ფაქტი იმ რაკეტის ირგვლივ, რომელიც პოლონეთში დაეცა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ "ყველა იმ გარემოებში გარკვევა, თუ როგორ გადალახა რუსულმა აგრესიამ პოლონეთის საზღვარი" ახლა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე დგას.

"უკრაინის პოზიცია ძალიან გამჭვირვალეა: ჩვენ გვინდა დავადგინოთ ყველა დეტალი, ყველა ფაქტი. სწორედ ამიტომ გვჭირდება, რომ ჩვენი ექსპერტები შეუერთდნენ საერთაშორისო გამოძიების მუშაობას და მიიღონ წვდომა აფეთქების შესახებ ყველა მონაცემზე, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი პარტნიორებისთვის."- განაცხადა ზელენსკიმ. 

რაც შეეხება ახლახან განთავისუფლებულ ქალაქ ხერსონს, ზელენსკიმ თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ძირითადი სერვისების აღსადგენად.

"ხერსონში იხსნება აფთიაქები, მუშაობს ფოსტა და ბანკები, ხალხს აქვს წვდომა ინტერნეტზე. უკვე ჰუმანიტარული დახმარების გამანაწილებელი 30 პუნქტია." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


close დახურვა