logo
ENG



26 ნოემბრიდან ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელი პროგნოზი

24 ნოე 202216:31
3 წუთის საკითხავი
clock 1216
26 ნოემბრიდან ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ნოემბერს დღის ბოლოდან 27 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მათივე ცნობით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი.

"ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - ამბობენ სააგენტოში.


close დახურვა