logo
ENG



რუსეთმა ქალაქი ხერსონი დაბომბა - შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა

25 ნოე 202201:20
3 წუთის საკითხავი
clock 349
2022/11/25/pmis6gx2q73u7au.jpg

დღეს საღამოს რუსეთმა ქალაქი ხერსონი დაბომბა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ინფორმაციას ხერსონის რეგიონული ხელისუფლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩი ავრცელებს.

„რუსმა ოკუპანტებმა ხერსონს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი. დაახლოებით 17:00 საათზე რუსმა ოკუპანტებმა არტილერიიდან და MLRS-დან ქალაქის საცხოვრებელი არეალი ცეცხლით დაფარეს. დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა მრავალსართულიან შენობას. მტრის ბომბები მოხვდა საბავშვო მოედანსაც“ - აცხადებს იანუშევიჩი.

იანუშევიჩის ცნობით, დღის განმავლობაში რუსეთის თავდასხმებს ხერსონის რეგიონში 7 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა. 

 

close დახურვა