logo
ENG



"ასფიქსიით გარდაიცვალა" - შაბათის ფორმულამ მარიტა მეფარიშვილის ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა

26 ნოე 202220:27
3 წუთის საკითხავი
clock 1355

შაბათის ფორმულამ მოიპოვა დასკვნა, საიდანაც დგინდება, რომ ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ცოცხალი იყო.

დასკვნაში წერია, რომ მოზარდის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია ანუ სუნთქვის უკმარისობა გახდა. კერძოდ, დენის დარტყმის შემდეგ, მარიტა მეფარიშვილმა გონება დაკარგა და წყალში ჩავარდა. მისი წყლიდან დროულად გამოყვანის შემთხვევაში, მოზარდის გადარჩენა შესაძლებელი იყო. ოფიციალური ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი ცნობილია ოჯახისთვის, თუმცა დოკუმენტი ჯერ არც გამოძიებას და არც ადვოკატებს აქვთ.

შაბათის ფორმულა დაინტერესდა რა დროშია შესაძლებელი ადამიანის გადარჩენა, როდესაც ელექტროენერგიით გათიშვა ხდება წყალში. სპეციალისტები კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ, თუმცა ხაზგასმით ამბობენ, რომ ნებისმიერ წამს აქვს მნიშვნელობა და ოპერატიულობა გადამწყვეტია.

შაბათის ფორმულას წყაროსგან მიღებული ინფორმაცია მარიტა მეფარიშვილის ასფიქსიით გარდაცვალების შესახებ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 13 წლის მოზარდი უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან ერთად, მერიის თანამშრომლების უყურადღებობის შედეგად დაიღუპა. სათვალთვალო კამერების მონიტორინგი ვაკის პარკიდან რამდენიმე კილომეტრში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს. უსაფრთხოების სამსახურს დროულად რომ ემოქმედა, მოზარის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა.

მარიტა მეფარიშვილის საქმეზე 9 პირია დაკავებული, მათ შორის მერიის თანამშრომელი და გრინსერვის + ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე. კომპანიაში, რომელსაც მერიამ ვაკის პარკის, მათ შორის შადრევნის რეაბილიტაცია დაუკვეთა, ამტკიცებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები სრულად იყო დაცული.


close დახურვა