logo
ENG



80 წლის ინფიცირებული ქალის სადარბაზოში, კორონავირუსი სხვა ოჯახის რამდენიმე წევრს დაუდასტურდა

14 აპრ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

პაციენტისთვის კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კიდევ ერთი კლინიკა დაიხურა. ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში კოვიდ-19 80 წლის ქალს აღმოაჩნდა, რომელიც ადგილზე სხვა სიმპტომებით მიიყვანეს. როგორც გაირკვა, ქალს ვირუსი მისი ქმრისგან გადაედო. კორონავირუსი დაუდასტურდა მათი ოჯახის კიდევ ორ მცირეწლოვან წევრს.

როგორც დაინფიცირებული ქალის შვილი „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებს, 80 წლის ქალი, ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში სხვა მიზეზით იყო მოთავსებული და მას კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც მის ქმარს ვირუსზე დადებითი პასუხი დაუდასტურდა. ასევე 80 წლის ქალის შვილის თქმით, მას მისის მშობლების დაინფიცირებამდე რამდენიმე დღით ადრე უფიქსირდებოდა სიცხე, თუმცა სასწრაფო დახმარების ტანამშრომლებმა ის არ გადაიყვანეს ცხელების ცენტრში და უთხრეს, რომ თავად უნდა მისულიყო კლინიკაში. თავად ამ ქალს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ  ვინაიდან მას ცხელება უფიქსირდებოდა, შესაძლოა ვირუსი უკვე გადატანილი აქვს, აქედან გამომდინარე ის მიიჩნევს, რომ მისი ოჯახის წევრების დაინფიცირების წყარო შესაძლოა თვითონ არის.

ასევე, 80 წლის ქალის შვილის ინფორმაციით, მათ სადარბაზოში კორონავირუსი კიდევ ერთი ოჯახის ორ წევრს დაუდასტურდა.

„მქონდა სიცხეები და ვიმკურნალე პოლიკლინიკაში. სასწრაფომ არ გადამიყვანა საავადმყოფოში და საავადმყოფომაც უარი მითხრა მიღებაზე, რადგან მითხრეს რომ ამ სიმპტომებით უნდა იმკურნალოთ სახლშიო. მე გადატანილი მაქვს თუ არა არ ვიცი, საავადმყოფოში ვითხოვე, რომ ანტისხეულებზე გამიკეთონ ანალიზი. ვარაუდობენ, რომ რახან სიცხე მქონდა შეიძლება გადავიტანე. სადარბაზოში დაუდგენიათ 1-ელ სართულზე, მათ ჩემთან შეხება არ ჰქონიათ,  მაღაზიაში იყვნენ, მაგრამ ჩემი გოგო იყო იმ პერიოდში. ოჯახის ორი წევრი უნდა იყოს იქიდან გადაყვანილი. თუ აღმოჩნდა, რომ მე არ მაქვს გადატანილი, მაშინ ვფიქრობ რომ ჩემს პატარა გოგოს ლიფტიდან გადაედო, თუ აღმოჩნდება რომ მე დადასტურებული მაქვს, მაშინ ჩეგან ექნებათ გადადებული. კარანტინი, რომ დაიწყო რომ მომერმარაგებინა მაღაზია მომიწია ფეხით სიარული საბითუმოებში და  დიდ მარკეტებში“-აცხადებს 80 წლის ინფიცირებული ქალის შვილი.

ასევე, არ არის დადგენილი ის, თუ ვისთან ჰქონდათ კონტაქტი დაინფიცირებულ პირებს, „ფორმულას“ ინფორმაციით, მეზობლებმა მერიაში მოითხოვეს, რომ სადარბაზოს ჩატარებოდა სადეზინფექციო სამუშაოები, თუმცა მერიაში მათ განუცხადეს, რომ ამისთვის შესაბამისი სამსახურისთვის უნდა მიემართათ, ვინაიდან პროცედურა ფასიანია. სადეზინფექციო სამუშაოები სადარბაზოში მხოლოდ იმ სართულებზე ჩატარდა სადაც, სხვადასხვა ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურეს.

ასევე, როგორც დაინფიცირებული ქალის შვილი აცხადებს, სანამ 80 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდებოდა, მათ რამდენჯერმე სხვა მიზეზით გამოიძახეს სასწრაფო, თუმცა სასწრაფო დახმარების თანამშრომლები შესაბამისად აღჭურვილი არ იყვნენ.

 

 


close დახურვა