logo
ENG



ელჩი: ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი გაორმაგდა, დარწმუნებული ვარ, ნაწილი რუსეთში მიდის

01 დეკ 202212:59
3 წუთის საკითხავი
 

ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა აცხადებს, რომ 2022 წელს ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია და ფიქრობს, რომ ამ ექსპორტის ნაწილი რუსეთში მიდის.

როგორც ელჩმა აღნიშნა, თუ დადასტურება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ამას შედეგი მოჰყვება.

"ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია. ამ ექსპორტის ნაწილი კი, დარწმუნებული ვარ, რუსეთში მიდის. ამას ექნება შედეგი და ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა, თვალს ადევნებს მოვლენებს. ეს იქნება ერთ-ერეთი კრიტერიუმი, როდესაც შევაფასებთ საქართველოს მზაობას კანდიდატის სტატუსისთვის და არამხოლოდ ის 12 რეკომენდაცია. დიდი ხნის წინ ჩავამატეთ ჩვენს კრიტერიუმებში შესაბამისობა საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკაზე განცხადებებთან. თუ ახლოდან დააკვირდებით, საქართველოს გაცილებით დაბალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე უკრაინას და მოლდოვას და ზოგჯერ რთულია იმის გაგება, საქართველოს მთავრობა რატომ არ იზიარებს ევროკავშირის განცხადებებს ზოგიერთ დიქტატორულ რეჟიმებზე. საქართველოს პასუხი ყოველთვის ის არის, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქართველომ, პრაქტიკულად, უნდა თქვას უარი რაიმე სახის საგარეო პოლიტიკის განვითარებაზე, თუ მუდმივად ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შიშით იმოქმედებს"- თქვა მიკისკამ.

2022 წლის 10 თვეში ჩეხეთიდან საქართველოში 126 მილიონი დოლარის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ჯამურ მონაცემსაც ($99.8 მილიონი) აჭარბებს. ხოლო 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 78 მილიონ დოლარს 1.6-ჯერ აღემატება.

 


close დახურვა