logo
ENG



ჩხაიძე სააკაშვილზე: ვერ იკვებება თუ არ, ეს შეიძლება მის ძირითად დაავადებასთან იყოს კავშირში

07 დეკ 202216:22
3 წუთის საკითხავი
clock 445

ვივამედის დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს რომ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა დაადასტურა, რომ პაციენტი არასრულფასოვნად იკვებება და არაა საუბარი გამოცხადებულ შიმშილობაზე

ჩხაიძის თქმით, სააკაშვილის სამედიცინო ისტორიაში დაფიქსირებულია, რომ არასრულფასოვნად და მცირე ულუფებით იკვებება. ჩხაიძის თქმით, მას სააკაშვილი შიმშილობაში არ დაუდანაშაულებია და ვერ ან არ კვება შესაძლოა, მის ძირითად დაავადებასთან იყოს კავშირში.

ვივამედის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ნაზოგასტრალური ზონდით კვება პაციენტთან შეთანხმებით ხდება მაშინ, როცა პაციენტი საკვებს ვერ იღებს. ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ეს საკითხი ჯერჯერობით არ დამდგარა, რადგან "მისი ლაბორატორიული კვლევის შედეგები, მისი ზოგადი მონაცემები არ იძლევა ამის აუცილებლობას" .

„არავინ არ ადანაშაულებს არავის. ვერ იკვებება ადამიანი თუ არ იკვებება ეს "არც", შეიძლება დაკავშირებული იყოს მის ძირითად დაავადებასთან, ამაზეა საუბარი რომ ძირითადი დაავადება არის, რა თქმა უნდა, გამომწვევი იმისა, რომ არ ხდება სრულფასოვნად საკვების მიღება.

რაც შეეხება ნაზოგასტრალური ზონდით კვებას, არსად ხსენებული არ იყო რომ იძულებით კვებაზეა აქ საუბარი. თუ ადამიანს აქვს საკვების მიღების პროცესში გულისრევის შეგრძნება, ღებინება და ვერ ან არ იღებს ამის გამო საკვებს, აი ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, პაციენტთან შეთანხმებით ხდება ეს“ - განაცხადა

ექიმი აცხადებს, რომ იმის ინდიკატორი, რომ სააკაშვილი არასათანადოდ იკვებება არის მისი წონაში კლებაც. მისი თქმით, ნუტრიციოლოგის მიერ რეკომენდებულ გარკვეულ ულუფებს პაციენტი არ იღებს.

„იღებს მისთვის სასურველ საკვებს, სასურველ დღეს შეიძლება, ხშირ შემთხვევაში ვერ და არ. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ამას შეგნებულად აკეთებს ეს შეიძლება და დიდი ალბათობით უკავშირდება ძირითად დაავადებას და აქედან გამომდინარეა ეს“ - აცხადებს ვივამედის დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის თამარ დავარაშვილის თქმით, "სააკაშვილი საკვებს მცირე უფლებებით იღებს და ირგებს".

როგორც ექიმმა ფორმულასთან საუბრისას აღნიშნა, მას არც ერთ სამედიცინო დოკუმენტში არ უწერია, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკვებს გამიზნულად არ იღებს.


close დახურვა