logo
ENG



ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინის და საქართველოს დახმარებასაც ითვალისწინებს

30 დეკ 202208:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/30/092052gy7c6niv3.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 2023 წლის ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის მოცულობის, საქართველოსთვის კი $40 მილიონის მოცულობის დახმარებას ითვალისწინებს.

სრული ბიუჯეტი $1,7 ტრილიონს შეადგენს. ბიუჯეტის პაკეტი აშშ-ის მთავრობას მთელი მომავალი ფისკალური წლის განმავლობაში, 30 სექტემბრამდე დააფინანსებს.

4 155 გვერდზე გაწერილი ბიუჯეტი მოიცავს უკრაინის მხარდაჭერას, აშშ-ის თავდაცვის გაზრდასა და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებს.

2023 წელს რეკორდული იქნება აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი - $858 მილიარდი . ასევე, ის მოიცავს უკრაინისთვის $45 მილიარდის გადაუდებელ დახმარებას, მათ შორის $13 მილიარდი განკუთვნილია ეკონომიკურ, ხოლო $23 მილიარდი - სამხედრო დახმარებაზე.

აშშ-მ 1.51 მილიარდი დოლარი საერთაშორისო უსაფრთხოების თანამშრომლობის პროგრამებისთვის გამოყო. აქედან $350 მილიონი აშშ-ის მოკავშირეებისთვისაა, ვინც რუსეთის აგრესიის წინაშეა - $225 მილიონი დოლარი ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას და ბალტიის უშიშროების ინიციატივას გადაეცემა, $35 მილიონი პოლონეთს, $30 მილიონი რუმინეთს, $40 მილიონი დოლარი საქართველოს და $20 მილიონი ბულგარეთს.


close დახურვა