logo
ENG



ლიზა ქისტაურის გარდაცვალება დადასტურდა

06 იან 202319:55
3 წუთის საკითხავი
clock 13338

ქართველი ტრანსგენდერი ქალის ლიზა ქისტაურის გარდაცვალება დადასტურდა. 

ფორმულას საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს:

"ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა".

იქამდე ფორმულა ბელგიის პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ორშაბათს ანტვერპენში მდებარე ერთ-ერთ ბინაში 26 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.

"გასულ ორშაბათს ანტვერპენში, ერთ-ერთ ბინაში 26 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, დაინიშნა საგამოძიებო მოსამართლე და ჩატარდა აუტოფსია, ამან აჩვენა, რომ არ აღინიშნება დანაშაულის ნიშნები", - თქვეს პროკურატურაში.

ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 5 იანვარს გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად არ დასტურდებოდა.


close დახურვა