logo
ENG



პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები ლვივში ჩავიდნენ

11 იან 202317:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/11/hoe45go6al5r7mn.jpg

გიტანას ნაუსედა და ანჯეი დუდა ლვივში ჩავიდნენ და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვას პრეზიდენტმა Twitter-ზე გაავრცელა.

"დღეს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე ერთგულება აგრესორის წინააღმდეგ გამარჯვებაში. ჩვენ დავრჩებით ერთიანები. ლიეტუვა და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინისთვის თავდაცვის დახმარების მიწოდებას", - წერს ის.

დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვივში იმყოფებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლვივის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს, ზელენსკიმ საკოორდინაციო შეხვედრა გამართა სახელმწიფო საზღვრის დაცვის მდგომარეობისა და უკრაინის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე არსებული ოპერატიული ვითარება.


close დახურვა