logo
ENG



რკინიგზა: უამინდობის გამო, ძაბვის პრობლემები იქმნება, შესაძლოა, მოძრაობა შეფერხდეს

12 იან 202318:58
3 წუთის საკითხავი
clock 623
2023/01/12/6vhccnkgphw6f9m.jpg

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ უამინდობის გამო ძაბვის პრობლემები იქმნება, რამაც შესაძლოა, მოძრაობის შეფერხება გამოიწვიოს. ამის შესახებ რკინიგზამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, საკონტაქტო ქსელზე საქართველოს რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში უამინდობის გამო პრობლემები შეიქმნა სხვადასხვა ქალაქში. გუშინ ფოთში ძლიერმა ქარმა ცენტრალურ მოედანზე განთავსებული საახალწლო ნაძვის ხე დააზიანა. ქარმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტრო ბოძებიც. ქალაქის ნაწილს ელექტრო მომარაგება შეზღუდული ჰქონდა.

ყინვისა და ნალექის გამო, პრობლემებია დედაქალაქშიც. მერიის ცნობით, ქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი ინტენსიურად იყრება. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თუ ავტომობილს არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან.


close დახურვა