ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ძალები, სავარაუდოდ, აკონტროლებენ სოლედარის მთლიან ტერიტორიას თუ არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 11 და 12 იანვრის გეოლოკაციური კადრების თანახმად, რუსებმა მოახერხეს უკრაინული ჯარების განდევნა დასახლების დასავლეთ გარეუბნიდან.
ინსტიტუტის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ სოლედარის შესაძლო დაკავება არ ნიშნავს სიტუაციის ოპერატიულად მნიშვნელოვან განვითარებას და რუსეთის მიერ ბახმუტის ალყაში გარდაუვალ მოქცევას.
ორგანიზაციის განმარტებით, რუსეთმა დიდი რესურსები დახარჯა ტაქტიკური წარმატების მისაღწევად და ამ ეტაპზე ისინი ვეღარ შეძლებენ ბახმუტში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას.
"რუსული ძალები შეიძლება, შეეცადონ შეინარჩუნონ თავდასხმები ბახმუტის რაიონში, მაგრამ ეს არ გამოიწვევს ოპერატიულად მნიშვნელოვან შედეგებს, რადგან მათ დაკარგეს საბრძოლო ძალა"- აცხადებენ ორგანიზაციაში.
9 იანვარს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსებმა სოლედარზე ახალი ძლიერი შეტევა დაიწყეს.