logo
ENG



იუკნევიჩიენე ზურაბიშვილს: ისტორიის არასწორ მხარეს დგახართ!

15 იან 202315:49
3 წუთის საკითხავი
clock 661
2023/01/15/vvbkhcfjy0shcvy.jpg

ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ტვიტერზე დნიპროში მომხდარის შესახებ სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის ტვიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი "ისტორიის არასწორ მხარეს დგას".

ზურაბიშვილმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის რეგიონის ქალაქ დნიპროში რუსეთის მხრიდან 9-სართულიანი კორპუსის დაბომბვა დაგმო და განაცხადა, რომ ეს „მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გამოვლენილი დაუშვებელი ძალადობაა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას არღვევს”.

"და რა? თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს დგახართ!" - წერს იუკნევიჩიენე ტვიტერზე.

იუკნევიჩიენემ ამავე ტვიტში დაწერა, რომ საქართველოს ვიცეპრემიერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინისადმი სამხედრო დახმარებაზე უარს აცხადებს, რადგან არ სურს კონფლიქტის მხარე გახდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა და საქართველოს ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა 14 იანვარს განაცხადა, რომ საქართველო "სამხედრო ტიპის დახმარებას სამხედრო დაპირისპირების ერთ-ერთ მხარეს ვერ აღმოუჩენს", რადგან ქვეყნის ხელისუფლებას არ სურს „ვიყოთ ომში“.

„პასუხი არის ერთადერთი – საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩაბმული აღმოჩნდეს სამხედრო დაპირისპირებაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ აღმოვუჩენთ სამხედრო ტიპის დახმარებას სამხედრო დაპირისპირების ერთ-ერთ მხარეს, მით უმეტეს, რომ, როგორც ვიცი, საუბარია ისეთი იარაღის გადაცემაზე, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, მაგრამ ეს უბრალოდ დეტალია. ალბათ, მთავარი არის ძირითადი გენერალური ხაზი და პოზიცია ხელისუფლების, ქვეყნის, რომელსაც ჰქვია საქართველო, რომ ჩვენ არ გვსურს, ვიყოთ ომში” - განაცხადა წულუკიანმა.


close დახურვა