logo
ENG



USA2GEORGIA-დან 30 დღეში არგატანის შემთხვევაში ამანათს არ დაკარგავთ

17 იან 202315:01
3 წუთის საკითხავი
clock 1057
2023/01/17/v9i8f85q8785lx8.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, USA2GEORGIA-ს საწყობიდან ამანათის 30 დღეში არგატანის შემთხვევაში საკუთრების უფლებას არ დაკარგავთ. შუამდგომლობით სასამართლოს კონკურენციის სააგენტომ მიმართა, რაც დაკმაყოფილდა.

სააგენტოს ცნობით, USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას აეკრძალა - ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება.

"კონკურენციის ეროვნული სააგენტო, აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 2023 წლის იანვრის ბოლომდე გამოაქვეყნებს. 16 იანვრის მდგომარეობით, სააგენტოში შემოსულია 107 განაცხადი, შესწავლა მიმდინარეობს 58 საქმეზე. პირობითი ვალდებულება მომხმარებლის სასარგებლოდ 9 მოვაჭრესთან გაფორმდა, რაც გულისხმობს, რომ მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ", - ამბობენ სააგენტოში.


close დახურვა