logo
ENG



სომხეთის თავდაცვა: ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ხანძარს 15 სამხედრო ემსხვერპლა, 3 დაშავდა

19 იან 202310:38
3 წუთის საკითხავი
clock 517
2023/01/19/8jko1z37ub8rxlq.jpg

სომხეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ხანძარი იყო, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 15 სამხედრო დაიღუპა, 3 დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

უწყების ინფორმაციით, ხანძარი 19 იანვარს, 01:30 საათზე, სოფელ აზატში მდებარე სამხედრო ნაწილში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.


close დახურვა