logo
ENG



რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში სკოლა, სამშობიარო და პოლიკლინიკა დაბომბეს

25 იან 202300:44
3 წუთის საკითხავი
clock 515
2023/01/25/siphoogtpgvj0tl.jpg

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში სამშობიაროს, სკოლისა და პოლიკლინიკის შენობები დაბომბეს.

მისი ინფორმაციით, ოკუპანტების იერიშების შედეგად არავინ დაშავებულა.

"დაზიანდა სამშობიაროს შენობა, მეოთხე სართულზე კვამლი გაჩნდა. შენობაში პაციენტები არ იმყოფებოდნენ, იყო მხოლოდ მედპერსონალი. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. მსხვერპლი არც სკოლაში, არც კლინიკაში არ ყოფილა, მაგრამ შენობებზე ჩამსხვრეულია მინები, კარები, რუსული ჭურვის ფრაგმენტები მოხვდა გაზსადენს", - წერს ის Telegram-ზე.


close დახურვა