logo
ENG



საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის კაცის, გიორგი კიკნაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

25 იან 202310:27
3 წუთის საკითხავი
clock 740

საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდა კაცის, გიორგი კიკნაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ჯეო ჰოსპიტალსის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის თქმით, მიყენებული დაზიანებების გამო, მდგომარეობის გართულების რისკი მაღალია, თუმცა დინამიკა დადებითია. 

დანარჩენი 4 დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს კლინიკას კიდევ ერთი მათგანი დატოვებს. 

"გიორგი კიკნაძე განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. მართვით სუნთქვაზეა. ამ ეტაპისთვის რჩება მძიმე მდგომარეობაში."- ამბობს ოთიაშვილი.

გუშინ თავდასხმისას დაღუპულები დაკრძალეს. 

საპატიო წესით დაკრძალეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლული პოლიციელი, ოთარ ღვინაშვილი. დაკრძალვას შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური დაესწრო. 

 

* * *

საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი. 

თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.

ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით.

თავდასხმის დეტალები - სრულად.


close დახურვა