
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, დასავლური ტანკები უკრაინას მექანიზებული ომის წარმოებაში დაეხმარება.
"დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდება დაეხმარება მას მექანიზებული ომის წარმოებაში რუსული ჯარების დასამარცხებლად და უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ დეკემბერში განაცხადა, რომ უკრაინას კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის 300 ტანკი სჭირდებოდა.
გუშინ, ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ რუსულ ძალებს შეუძლიათ გადამწყვეტი შეტევა უახლოეს თვეებში განახორციელონ. ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, რუსეთი აგრძელებს ირანთან სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, სანქციების ორმხრივად აცილების მიზნით.
23 იანვარს, რუსეთის დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი თეირანში შეხვდა ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს, მოჰამად ბაგერ ღალიბაფს და ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისის, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.