logo
ENG



70 წლის ქალს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის 6 წელი მიუსაჯეს

02 თებ 202311:19
3 წუთის საკითხავი
clock 728

გორის რაიონულმა სასამართლომ 70 წლის ქალი, მარიამ ესტაფიშვილი 33 წლის ლევან გვიმრაძის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს.

სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილების მისაღებად 10 საათზე მეტი დასჭირდათ.

განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულმა ქალმა თქვა, რომ ლევან გვიმრაძემ მის შვილს თოხი ჩაარტყა, რის შემდეგაც დეტალურად არ ახსოვს, როგორ აიღო ქვა და ესროლა. გვიმრაძე მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. 

გასული წლის ივლისში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში მეზობლებს შორის, სარწყავი წყლის გამო დაწყებული კონფლიქტი ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც სასიკვდილო დაზიანებები მიიღო ლევან გვიმრაძემ.


close დახურვა