logo
ENG



NDI: მოსახლეობის 39% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

02 თებ 202312:01
3 წუთის საკითხავი
clock 342
2023/02/02/in8j9wlcaf9z53g.jpg

NDI-ის (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 39% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

კითხვაზე, "როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას", პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • კარგად - 51%
  • ცუდად - 39%
  • არ ვიცი - 8%
  • უარი პასუხზე - 2%

ამავე კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად მოსახლეობის 32% აფასებს, პრემიერის საქმიანობას 27%, პარლამენტის საქმიანობას კი 31%.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის საქმიანობას, პასუხები შემდეგნაირად არის განაწილებული:

NDI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში - ქვეყნის მასშტაბით. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.


close დახურვა