logo
ENG



NDI: მოსახლეობის მხოლოდ 6% ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა კარგია

02 თებ 202312:07
3 წუთის საკითხავი
 
NDI: მოსახლეობის მხოლოდ 6% ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა კარგია

NDI-ს კვლევის თანახმად, მოქალაქეთა მხოლოდ 6% ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კარგია.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 48% აღნიშნავს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია, 44% - საშუალოა, 6%-კარგია და 2% ამბობს, რომ არ იცის.

ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ნაკლები ადამიანი ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია ("ცუდი" შეფასების მაჩვენებელი 55 პროცენტიდან 48 -მდე შემცირდა).

საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას ყველაზე კრიტიკულად თბილისელები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩევლები აფასებენ. 

NDI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში - ქვეყნის მასშტაბით. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.


close დახურვა