
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.
კითხვაზე, "საერთო ჯამში, როგორი დამოკიდებულება გაქვთ რუსეთის მთავრობის მიმართ", პასუხები შემდეგნაირად არის განაწილებული:
- უარყოფითი - 80%
- დადებითი - 13%
- არ ვიცი - 6%
- უარი პასუხზე - 2%
ამავე კვლევის თანახმად, რუსეთის მთავრობისგან განსხვავებით, მოსახლეობის უმრავლესობა რუსი ხალხის მიმართ დადებითად არის განწყობილი.
კვლევის მიხედვით, რუსი ხალხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მოსახლეობის 38%-ს აქვს, დადებითი კი 56%-ს.
კვლევის მიხედვით, რუსი ხალხის მიმართ ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ: თბილისის მოსახლეობას, 18-34 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს, ქალებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს.
კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსეთის მთავრობა და ხალხი ერთი არ არის.
რუსეთის მთავრობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მოსახლეობის 80%-ს აქვს, ხალხის მიმართ კი 13%-ს.
NDI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში - ქვეყნის მასშტაბით. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.