logo
ENG



კასპში კაცი, სავარაუდოდ, გარეულმა ცხოველმა შეჭამა

02 თებ 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock 2360
კასპში კაცი, სავარაუდოდ, გარეულმა ცხოველმა შეჭამა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადგილობრივებმა 70 წლის კაცის ქვედა კიდურები იპოვეს. ის, სავარაუდოდ, გარეულმა ცხოველმა შეჭამა.

"გარეული ცხოველისგან არის, სავარაუდოდ, დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან ახლოს იპოვეს", - განუცხადა მოზაიკას მერის წარმომადგენელმა ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი ჭიხინაშვილმა.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


close დახურვა