ქართული ოცნების ჩინოვნიკები საკუთარ კომფორტზე ზრუნვას არ წყვეტენ. ბათუმის დასუფთავების სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო გამოშვების მაღალი კლასის ავტომობილებს ყიდულობს. მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელობა ითხოვს - თბებოდეს საჭე, სალონი კი ტყავის იყოს. უწყებაში ვერ ასაბუთებენ, რაში სჭირდება სანდასუფთავებას ახალი ავტომობილები. შავი ფერის მანქანების შესყიდვას საჯარო სამსახურებისთვის კანონიც კი კრძალავს - ოპოზიციისთვის ეს მინიმუმ არამიზნობრივი ხარჯვაა.
კომფორტი მოხელეებისთვის
02 თებ 202320:26
3 წუთის საკითხავი