logo
ENG



მარნეულში დააკავეს მამა, რომელმაც არასრულწლოვანი გოგო იძულებით დააქორწინა

03 თებ 202312:21
3 წუთის საკითხავი
clock 994
მარნეულში დააკავეს მამა, რომელმაც არასრულწლოვანი გოგო იძულებით დააქორწინა

მარნეულში დააკავეს მამა, რომელმაც არასრულწლოვანი შვილი იძულებით დააქორწინა. 

ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge წერდა, რომ გოგო 3 დღის წინ ოჯახის წევრებმა იძულებით დანიშნეს, არასრულწოვანი კი 2 თებერვალს სახლიდან გაიქცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გოგო ნაპოვნია და უსაფრთხო ადგილას იმყოფება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 150-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და ქორწინების იძულებას გულისხმობს.


close დახურვა