
უკრაინის უმაღლეს რადაში დაარეგისტრირეს დადგენილების პროექტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას ეხება. ამის შესახებ ტელეგრამარხი პარტია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, ოლენა შულიაკი წერს.
როგორც ის ავრცელებს ინფორმაციას, დადგენილებით ისინი საქართველოს, ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ევროკომისიას, PACE-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს მიმართავენ.
დოკუმენტს უმაღლესი რადას 90-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი.
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქე ამ მომენტისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე შექმნას პირობები მის ერთ-ერთ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანისთვის", - წერს შულიაკი.