logo
ENG



ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ისევ კობიაშვილია - ის ერთადერთი კანდიდატი იყო

04 თებ 202314:49
3 წუთის საკითხავი
clock 1141
2023/02/04/uejrdjqnm72d5dl.jpg

ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პოსტზე კვლავ აირჩიეს - ის არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობა 28 დელეგატმა მიიღო. მათ ერთხმად აირჩიეს კობიაშვილი, რომელიც თანამდებობაზე 4 წლის ვადით იქნება.

ქართული ოცნების დეპუტატი, ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას 2015 წლის ოქტომბრიდან იკავებს. 2016 წლიდან ის საქართველოს პარლამენტის წევრია.


close დახურვა