logo
ENG



ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ცნობილია

05 თებ 202322:57
3 წუთის საკითხავი
clock 1169
2023/02/05/5h1ws9msa8kekz4.jpg

დღეს, ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-10 ყრილობა ჩატარდა.

ყრილობაზე პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პოსტი ოფიციალურად ჩაიბარა. ლევან ხაბეიშვილთან ერთად დაამტკიცეს პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა, ასევე, პარტიული თანამდებობებიც განაწილდა - კერძოდ, პეტრე ცისკარიშვილი პარტიის გენერალური მდივანი გახდა, ხოლო ლევან ბეჟაშვილი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე.

რაც შეეხება პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობას, ის ასეთია: ლევან ხაბეიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, გიორგი ბოტკოველი, დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანი წითლიძე, სულხან სიბაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, აბდულა ისმაილოვი, რომან გოცირიძე, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია, ეკატერინე ხერხეულიძე, ელგუჯა ბაგრატიონი, ლევან ანთაძე, გია აბულაძე, მამული სურმანიძე, გიორგი კირთაძე, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ჩალაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ნადირაძე, ლილე ლიპარტელიანი, ბადრი ბასიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, ირაკლი ქავთარაძე, გია ხარჩილავა.

აქამდე მომუშავე პოლიტსაბჭოს ვადა მიმდინარე წლის მარტში ეწურებოდა. 

ყრილობას არ ესწრებოდა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები.


close დახურვა