logo
ENG



ვითარება თურქეთში, სტიქიის ზონაში - ფორმულას ფოტოები ადგილიდან

08 თებ 202311:44
3 წუთის საკითხავი
clock 737
ფორმულა/რატი მუჯირი

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6 234-მდე გაიზარდა, დაშავებულია 35 000-მდე ადამიანი.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ორივე ქვეყანაში, სირიასა და თურქეთში მიწისძვრას ჯამში, 8 700 ადამიანი ემსხვერპლა.

სამძებრო სამუშაოები ადგილზე გრძელდება.

გთავაზობთ ფორმულას ფოტოებს თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან, სადაც დროების რეპორტიორი რატი მუჯირი  და ოპერატორი გიორგი ჯაფარიძე იმყოფებიან. 

ის მიწისძვრის ეპიცენტრიდან რეპორტაჟს ამზადებს.

მიწისძვრის შედეგად დაიღუპა საქართველოს ორი მოქალაქე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაზიანთეფში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს მოყოლილი.

ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში ნანგრევებიდან 8 000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.

კატასტროფების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ორჰან ტატარის თქმით, დაზიანებულია სულ მცირე 11 ათასი შენობა. ადგილზე 25 ათასზე მაშველი მუშაობს. მისივე განცხადებით, სამაშველო ოპერაციებისთვის 10 გემსა და 54 საჰაერო ტრანსპორტს იყენებენ.

 

ქალაქ გაზიანთეფში მოქალაქეების ნაწილს ქუჩაში უწევს ყოფნა. მათი საცხოვრებლები არ დანგრეულა, თუმცა განმეორებითი ბიძგების საშიშროების გამო სახლებში დაბრუნებისგან თავს იკავებენ.

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანთეფთან მომხდარ 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მასიური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ამ რეგიონისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში.

შუადღის სამი საათისთვის კი კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მსხვერპლის რაოდენობა სწრაფად იზრდება - მხოლოდ თურქეთში, მაშველებს ადამიანების ამოყვანა 3000-მდე დანგრეული შენობიდან მოუწევთ. 

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 100-მდე ბიძგი მოჰყვა, სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა.

მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.


close დახურვა