logo
ENG



ინაშვილი ბათუმში აფეთქებაზე: ამ ნაღმით დაინაღმა ყირიმიდან ოდესამდე ზოლი, ზოგი ზღვამ წაიღო

13 თებ 202321:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/13/byu4576jmzw2zy9.png

სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი აცხადებს, რომ ბათუმში, ზღვაში საბჭოთა წარმოების პატარა საზღვაო ნაღმი აფეთქდა.

როგორც ის წერს, ომის დაწყებამდე ყირიმიდან ოდესამდე ზოლი ამით დაინაღმა, ზოგი მათგანი კი მოწყდა და ზღვამ წაიღო.

"ახლა ვნახე ვიდეო ბათუმში აფეთქებული ნაღმის. ეს არის საბჭოთა წარმოების ЯМ ის ტიპის 1943 წლის ნიმუშის პატარა საზღვაო ნაღმი. 172 კგ იანი. 20 კგ ტროტილის მუხტით. გალვანურკონტაქტური ამფეთქით. ომის დაწყებამდე ამ ნაღმებით დაინაღმა ყირიმიდან ოდესამდე ზოლი, ზოგი მათგანი მოწყდა და ზღვამ რუმინეთისკენ წაიღო, მინიმუმ ეს 1 ცალი ჩვენთანაც გამოურიყავს"- წერს ინაშვილი.

დღეს, ბათუმში, ზღვაში აფეთქება მოხდა. ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც აფეთქების ხმა ისმის და კვამლი ჩანს.

ადგილობრივების თქმით, აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ არამხოლოდ სანაპირო ზოლზე, არამედ მიმდებარე უბნებშიც გაიგეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, თუმცა მასში დაკოკრეტებული არ არის, რა აფეთქდა ზღვაში. 

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს"


close დახურვა