logo
ENG



კრამონი რივინაზე: [უფლებადამცველის] არშეშვება საქართველოს ხელისუფლებაზე ბევრს მეტყველებს

13 თებ 202323:08
3 წუთის საკითხავი
 
კრამონი რივინაზე: [უფლებადამცველის] არშეშვება საქართველოს ხელისუფლებაზე ბევრს მეტყველებს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რუსი უფლებადამცველის ანა რივინას საქართველოში არშემოშვებას ეხმაურება და ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველ 9 თვეში საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 274 006-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს, რომ რივინას არშეშვების ფაქტი საქართველოს ხელუსუფლებაზე ბევრ მეტყველებს.

"ომის დაწყებიდან პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 274 006-მა მოქალაქემ გადაკვეთა. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ იქ [საქართველოში] არის. თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველი, ანა რივინა, რომელიც კრემლმა ცოტა ხნის წინ უცხოელ აგენტად გამოაცხადა, ქვეყანაში არ შეუშვეს. ეს საქართველოს ხელისუფლებაზე ბევრს მეტყველებს", - წერს ვიოლა ფონ კრამონი. 

ფონდ "არა ძალადობას" დამფუძნებელი ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს

ანა რივინას მიერ დაარსებული კრიზისული ცენტრი ძალადობით დაზარალებულ ქალებს ეხმარება. 2020 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რივინას ფონდი არაკომერციული ორგანიზაციების სიაში შეიტანა, რომლებიც "უცხოური აგენტების" ფუნქციას ასრულებენ. 2023 წლის 10 თებერვალს თავად რივინა გამოცხადდა "უცხოულ აგენტად", რომელიც, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, "ავრცელებდა ნეგატიურ ინფორმაციას სახელმწიფო ორგანოების, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის შესახებ.

 


close დახურვა