logo
ENG



რა განიხილეს სინოდის სხდომაზე?

14 თებ 202319:55
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოს სინოდის სხდომა, რომელიც 5-საათიანი დაგვიანებით დაიწყო, 40 წუთში დასრულდა. სინოდი მთელი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა შეკრებას, ეს ფაქტი კი სასულიერო პირებმა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნეს. დღესვე ვრცელდებოდა ხმები ილია მეორის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ, რაც არ დადასტურდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეკრებილმა სინოდმა იმსჯელა ზენონ იარაჯულის თემაზე. დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია დროებით პატრიარქის გამგებლობაში გადავა. ასევე გაიგზავნება სამძიმრის წერილი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო. უცნობია, განიხილა თუ არა სინოდმა სხვა საკითხები, მაგალითად, გელათი და უკრაინის ავტოკეფალია. 

 


close დახურვა