
საგარეჯოში ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი დაღუპული მცირეწლოვანია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 2 მგზავრი, არასრულწლოვანი კი საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა.
რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
ფორმულა დეტალებს შსს-ში არკვევს.