logo
ENG



ვარშავაში ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ხვდება

21 თებ 202316:54
3 წუთის საკითხავი
 
(Evelyn Hockstein/Reuters)

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას ხვდება.

უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ის ვარშავაში სიტყვით გამოვა.

* * *
ჯო ბაიდენი 20 თებერვალს კიევში იმყოფებოდა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ ამერიკა კვირის ბოლოს სანქციების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომელიც რუსულ ელიტებსა და კომპანიებს შეეხებათ.

"კვირის ბოლოს, ჩვენ გამოვაცხადებთ დამატებით სანქციებს ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ აირიდონ ან შეავსონ რუსეთის ომის მანქანა. გასული წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა შექმნა ქვეყნების კოალიცია ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე, რათა დაეხმაროს უკრაინის დაცვაში უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით - და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება."- წერია თეთრი სახლის განცხადებაში


close დახურვა