logo
ENG



ბაიდენი: კიევში ვარ, რათა დავადასტურო ჩვენი ურყევი ერთგულება უკრაინის დემოკრატიის მიმართ

20 თებ 202314:35
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის განცხადებით, რომ ის დღეს კიევში ჩავიდა რათა დაადასტუროს ამერიკის "ურყევი ერთგულება უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ."

მისი თქმით, ის ასევე გამოაცხადებს კრიტიკული აღჭურვილობის მორიგ მიწოდებას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალის, ჯავშანტექნიკის სისტემებისა და საჰაერო სათვალთვალო რადარების ჩათვლით.

"როდესაც მსოფლიო ემზადება უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის ერთი წლისთავის აღსანიშნავად, მე დღეს კიევში ვარ, რათა შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის და დავადასტურო ჩვენი ურყევი ერთგულება უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
როდესაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა თითქმის ერთი წლის წინ, მას ეგონა, რომ უკრაინა სუსტი, ხოლო დასავლეთი დაყოფილი იყო. მას ეგონა, რომ გვაჯობებდა, მაგრამ ის ძალიან შეცდა.
 
დღეს, კიევში, მე ვხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ გაფართოებული დისკუსიისთვის. მე გამოვაცხადებ კრიტიკული აღჭურვილობის მორიგ მიწოდებას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალის, ჯავშანტექნიკის სისტემებისა და საჰაერო სათვალთვალო რადარების ჩათვლით, რათა დავეხმაროთ უკრაინელი ხალხის დაცვაში საჰაერო დაბომბვისგან. 
 
ამ კვირის ბოლოს, ჩვენ გამოვაცხადებთ დამატებით სანქციებს ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ აირიდონ ან შეავსონ რუსეთის ომის მანქანა. გასული წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა შექმნა ქვეყნების კოალიცია ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე, რათა დაეხმაროს უკრაინის დაცვაში უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით - და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.
 
მე ასევე მოუთმენლად ველი პოლონეთში გამგზავრებას, რათა შევხვდე პრეზიდენტ დუდას და ჩვენი აღმოსავლეთის ფლანგის მოკავშირეების ლიდერებს, ასევე განვიხილო თუ როგორ გააგრძელებს შეერთებული შტატები მსოფლიოს გაერთიანებას უკრაინის ხალხის, ადამიანის ძირითადი ღირებულებების, უფლებების და ღირსების მხარდასაჭერად, რაც გაეროს წესდებაშია და მთელ მსოფლიოს აერთიანებს."- წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
 

close დახურვა