მე ვარ კატერინა, უკრაინიდან. ეს არის დღე, როდესაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში. ეს დღე გაგრძელდა ერთი წელი, არასდროს დაგვავიწყდება. ამ დღეს მსოფლიო ორ ნაწილად გაიყო. ისინი ჩვენს დამარცხებას ელოდნენ, მაგრამ ჩვენ თეთრი დროშა არ ავწიეთ და აღვმართეთ უკრაინის დროშა. ეს არის დღე როდესაც ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ჩვენი ბრძოლისუნარიანობა და გაუტეხლობა. 24 თებერვლის შემდგე გავიდა ღირსების 365 დღე. ყველას დიდი მადლობა, რომ 1 წლის თავზე შევიკრიბეთ აქ და კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მსოფლიოს თუ რა არის ჩვენი არჩევანი. ეს არის ცალსახად დასავლეთი.
