logo
ENG



ქუთაისში რუსეთის მოქალაქეებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს

25 თებ 202314:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/25/8fwod2vq0ztl344.jpg

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორები რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და საქართველოში ცხოვრობენ.

აქცია ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობს - მას რამდენიმე უკრაინელიც შეუერთდა, ისინი უკრაინის ტერიტორიებიდან პუტინის ჯარის გაყვანას მოითხოვენ.

გუშინ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1 წლის თავზე, უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ბათუმშიც.

ზუსტად 1 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსი ოკუპანტების ჯარი უკრაინაში შეიჭრა და, როგორც ბორის ჯონსონმა უწოდა, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე "დიდი ომი" დაიწყო. ამასთანავე ეს 21-ე საუკუნის ევროპაში პუტინის მესამე ომია - 2008 წლის აგვისტოში საქართველოში, ხოლო 2014 წელს დონბასში შეჭრის შემდეგ.

უკრაინაში მიმდინარე ომი, რომლის დაწყების საფრთხეებზე ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოდან საუბრობდნენ და რომლის არაპროვოცირებულობაშიც დასავლეთს ეჭვი აღარ ეპარება, შეჭრის დღიდანვე მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში და უკრაინამაც პუტინის წინააღმდეგ გაერთიანებული დასავლეთისგან უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო. 


close დახურვა