logo
ENG



პარლამენტმა ჟურნალისტების ნაწილს აკრედიტაცია აღუდგინა

05 მარ 202323:51
3 წუთის საკითხავი
clock 526
პარლამენტმა ჟურნალისტების ნაწილს აკრედიტაცია აღუდგინა

პარლამენტის აპარატმა ტაბულას რედაქტორ ცისია კირვალიძესა და პუბლიკას ორ ჟურნალისტს - ქეთი გოგუაძეს და ნათია ლევერაშვილს აკრედიტაცია აღუდგინა, ნათია ამირანაშვილს კი შეატყობინეს, რომ აკრედიტაცია 1 თვით აქვს გაუქმებული. 

5 მარტს პარლამენტმა ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუჩერა.

როგორც ჟურნალისტებმა თქვეს, მათ საკანონმდებლო ორგანოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ აკრედიტაცია ერთი თვის ვადით უჩერდებოდათ.

2 მარტს პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობდა, რა დროსაც ჟურნალისტების ნაწილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი, გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ის ჟურნალისტები, ვისაც აკრედიტაცია "აქციაში მონაწილეობის" მოტივით შეუჩერეს, პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ და პროტესტში მონაწილეობას არ იღებდნენ.

1-ელი მარტიდან პარლამენტში მედიას ქცევის წესები დაუდგინეს, რომლის თანახმადაც "დეპუტატის უარის შემთხვევაში, ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს". გარდა ამისა, განისაზღვრა ჟურნალისტის აკრედიტაციის წესიც. არსებობს 2 სახის აკრედიტაცია - საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ. ამავე ბრძანების მიხედვით, წესების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდება.


close დახურვა