logo
ENG



ხაბეიშვილი: ქვეყანა არის ქართველი ხალხის, ამიტომ 17:00 საათზე პარლამენტთან შევიკრიბოთ

08 მარ 202315:02
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ დღეს პარლამენტთან ხალხის მობილიზება 17:00 საათიდან იწყება.

"ირაკლი კობახიძემ, გავრილოვის ჩამომყვანმა, ჩამომთრევმა, გუშინ კიდევ მეორედ მოაწყო გავრილოვის ღამე და აქამდე თუ გვყავდა ერთი გავრილოვი, ვგულისხმობ კობახიძეს, ახლა უკვე ხელმოწერილი 76 გავრილოვი ზის საქართველოს პარლამენტში, რომლებმაც ხელი მოაწერეს პუტინისტურ, რუსულ კანონს. თქვენ ასევე ნახეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ამიტომ მე დღეს ვაკეთებ არა პოლიტიკურ, პარტიულ განცხადებას, არამედ მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, ისევე როგორც გუშინ, ჩვენი დასაცავია ჩვენი ევროპული მომავალი, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა და დღეს უკვე ვნახეთ, რომ დაწყებულია პროპაგანდა რუსული. არ შეგაშინოთ არაფერმა, მათ შორის პოლიტიკური პარტიები გამოგვიყენეთ ბრძოლის ინსტრუმენტებად და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს. ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის, ამიტომ დღეს 17:00 საათიდან დავიწყოთ შეკრება პარლამენტის წინ, სამოქალაქო სექტორი უკვე 15:00 საათიდან იწყებს აქტიურობას და შეკრებას. 17:00 საათიდან უკვე დავმობილიზდეთ ყველანი, შევიკრიბოთ პარლამენტთან."- ამბობს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილმა ისაუბრა მოთხოვნებზე, რომლებიც ქართველ ხალხს აქვს.

"ვაჟღერებ იმ მოთხოვნებს, რომლებიც აქვთ ხალხს. 2 მოთხოვნა არის. 1. რუსული კანონის გაწვევა უპირობოდ და სასწრაფოდ, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს კანონი თუ გაიწვიეს ისინი რუსები აღარ არიან, მაგრამ ეს რუსული კანონი ჩვენ ევროპულ მომავალს აფერხებს.[...] 2. უპირობოდ ევროკავშირის სტატუსი. და თუ ამ ორ პირობას არ ასრულებს რუსული ოცნება, მეტიც, ყოველდღიურ რეჟიმში საწინააღმდეგო მოქმედებებს ატარებს, ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ასევე დაკავებულების გათავისუფლება სასწრაფოდ. ყველა ის ადამიანი, რომელიც არის დაკავებული არის პოლიტიკური პატიმარი."- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

 


close დახურვა